adjarabet awards - წლის მთავარ სპორტულ დაჯილდოებაზე ხმის მიცემა გრძელდება
adjarabet awards არის ქართული სპორტის და სპორტსმენების მხარდამჭერი პროექტი, რომელიც ყოველწლიურად გამოავლენს და დააჯილდოებს სპორტის გამორჩეულ ადამიანებს.
„ საქართველოში ნებისმიერ სპორტსმენს ,რომელსაც გარკვეული შედეგი აქვს დადებული აუცილებლად სჭირდება შესაბამისი დაფასება და მხარდაჭერა.
ვთვლი რომ adjarabet awards არის ერთ-ერთი საშუალება ამ მიზნის მისაღწევად.
ჩემთვის ძალიან ამაღელვებელი მომენტია, რომ ვარ ნომინირებული წლის საუკეთესო პარასპორტსმენის ნომინაციაში, მინდა ყველას წარმატება ვუსურვო.“-განაცხადა ირმა ხეცურიანმა.
გამარჯვებულები გამოვლინდებიან შემდეგ ნომინაციებში: წლის საუკეთესო სპორტსმენი, გუნდი, აღმოჩენა, მსაჯი, მომენტი, მწვრთნელი, პარა-სპორტსმენი და წლის დაპირისპირება. “-განაცხადა აჭარაბეთის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნინი გუჯაბიძემ.
წლის მთავარ სპორტულ დაჯილდოებაზე ხმის მიცემა გრძელდება. ამისათვის უნდა შეხვიდეთ adjarabet awards-ის გვერდზე და ხმა მისცეთ თქვენთვის სასურველ ნომინანტს საბოლოოდ გამარჯვებულების ვინაობა კი 4 იანვარს გახდება ცნობილი.
ერთად გამოვავლინოთ საუკეთესო ქართველი სპორტსმენები!