Sport News, Football News - სპორტის ახალი ამბები, საფეხბურთო სიახლეები, მრავალი საინტერესო სპორტული სიახლეები

“აჭარაბეთის’’ საპატიო ელჩმა ზაზა ნადირაძემ საერთაშორისო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი აიღო!



  აჭარაბეთის საპატიო ელჩმა ზაზა ნადირაძემ,საერთაშორისო ჩემპიონატზე-სუპერ სპრინტზე მიიღო მონაწილეობა , სადაც  მსოფლიოს მხოლოდ ლიდერი სპორტსმენები იღებდნენ  მონაწილეობას. 
  ზაზა ნადირაძემ სუპერ სპრინტზე ფინალში ორჯერ მიიღო მონაწილეობა. პირველი გაცურვა მსაჯების გადაწყვეტილებით ფრედ დამთავრდა და დაინიშნა განმეორებითი გაცურვა, სადაც ზაზამ ტრავმის გამო ვეღარ შეძლო შედეგის გაუმჯობესება და მეორე ადგილზე გავიდა! 

“პირველ რიგში მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს გულშემატკივარს, რომლებიც წლებია
მამხნევებენ, მხარს მიჭერენ და მაძლევენ მოტივაციას ახალი მიზნებისთვის!
რაც შეეხება შეჯიბრს, aaacup supersprint უკვე მეექვსე წელია სისტემატიურად იმართება,
ყოველწლიურად, სადაც მონაწილეობას იღებენ მხოლოდ მაღალი დონის სპორტსმენები.
წელს ძალიან ვეცადე, დავიხარჯე მაქსიმალურად, მაგრამ ეს შეჯიბრი დავასრულე მეორე
ადგილით. გამარჯვებაზე კარგი არაფერი არის,მაგრამ ჩემი მომზადებიდან და ფიზიკური
 მდგომარეობიდან გამომდინარე თამამად ვიტყვი რომ დიდი შედეგია, მაქვს რამოდენიმე ტრამვა, რამაც ძალიან შემიშალა ხელი მომზადებაში და უშუალოდ შეჯიბრზე!
ვფიქრობ წელს ეს ჩემი ბოლო შეჯიბრი იყო, მომდევნო 4 კვირა დავისვენებ და შემდეგ
დავიწყებ აქტიურ მზადებას მომდევნო სეზონისთვის, სადაც დიდი და საინტერესო
 გამოწვევები მელოდება ”- განაცხადა ზაზამ.


კომპანია “აჭარაბეთისთვის” მნიშვნელოვანი მიმართულებაა სწორედ ქართველი სპორტსმენების მხარდაჭერა. კომპანია მუდმივად ცდილობს გაზარდოს ქართველი სპორტსმენების ცნობადობა, მისცეს მათ შესაძლებლობა გამოავლინონ საკუთარი პოტენციალის მაქსიმუმი და იასპარეზონ მნიშვნელოვან შეჯიბრებსა თუ ტურნირებში.

აჭარაბეთი ზაზას წარმატებას უსურვებს!